ნოდარ ჩაჩანიძე: ექიმ ქალბატონს აკავებენ წამლის რეცეპტის არასწორად გაცემის გამო. რეალურად კი, პოლიტიკური პოზიციის და მისი შვილების აქტიურობის გამო!

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე:

ყველა ექიმმა, ვისაც წამლის რეცეპტი გაუცია იმ პაციენტისთვის, ვინც საკუთარი მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა საავადმყოფოში მისვლა… ყველა ასეთი ექიმის მეგობარმა, კოლეგამ, ოჯახის წევრმა უნდა გაიღოს ხმა! უნდა გამოხატოს ღია მხარდაჭერა!
უბრალოდ, გონიერმა და თან ცოოოტა თავისუფალმა ადამიანებმა, ვინც ხვდება რას ნიშნავს მოქალაქეობრივი მოვალეობა… ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, რომ სამშობლოს და ჩვენი შვილების მომავლის წინაშე ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ყველას გვაქვს!
კახეთში, ექიმ ქალბატონს აკავებენ წამლის რეცეპტის არასწორად გაცემის გამო. რეალურად კი, პოლიტიკური პოზიციის და მისი შვილების აქტიურობის გამო!
ჟურნალისტს საქმე აღუძრეს ფეისბუქის კომენტარში გინებისთვის და რეალურად, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო!
პოლიტიკოსი დააკავეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებისთვის და რეალურად, უკრაინის ომში ყოფნის გამო!
რეჟიმის ყველა შემდეგი ნაბიჯი იქნება კიდევ უფრო აშკარა, დაუფარავი და ბინძური…

ასევე დაგაინტერესებთ