ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამად იუნუსი, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გახდა

8 აგვისტოს ბანგლადეშის პრეზიდენტის სასახლეში 84 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, მუჰამედ იუნუსმა საზეიმო ფიცი დადო. იგი ქვეყნის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა მას შემდეგ, მასობრივი დემონსტრაციებისა და ძალადობის ტალღის შემდეგ ქვეყანა დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ.
აქციები რამდენიმე კვირა გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში მათი 400-მდე მონაწილე დაიღუპა.
მუჰამად იუნუსი, რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური ოპონენტია, პარიზიდან ბანგლადეშში 8 აგვისტოს დაბრუნდეს.
გადაწყვეტილება მუჰამედ იუნუსის დროებით პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ 7 აგვისტოს, დილით, გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალურმა პრეზიდენტმა.
მუჰამად იუნუსი, რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური ოპონენტია, პარიზიდან ბანგლადეშში მალე უნდა დაბრუნდეს. იუნუსი ბანგლადეშელი ბიზნესმენი, ბანკირი, ეკონომისტი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერია. მას 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, Grameen Bank-ის დაარსებისა და მიკროკრედიტისა და მიკროდაფინანსების კონცეფციათა დანერგვისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.