ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Reddit-ის დებიუტი შედგა
CNN-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Reddit-ის დებიუტი შედგა.
Reddit-ის ერთი აქციის საწყისი ღირებულება საფონდო ბირჟებზე 34 დოლარს შეადგენდა, თუმცა აქციების ვაჭრობა $47-ით დაიწყო და $57.80-მდე ავიდა, რაც 70%-ით აღემატება შეთავაზებულ საწყის ფასს. აქციების საბაზრო კაპიტალი დაახლოებით 10,9 მილიარდი დოლარი იყო.
ცნობისთვის, Reddit დაარსდა თითქმის 20 წლის წინ და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი გახდა მსოფლიოში. ეს არის ონლაინ ფორუმი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იმსჯელონ მათთვის საინტერესო თემებზე. კომპანიის ცნობით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს მას 73 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2021 წელს $10 მილიარდს შეადგენდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.