როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო:
ს” (BGEO) აქციების ფასი 6.10%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 48.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.38 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 51%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.97%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 32.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.78 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 14.51%-ით გაიზარდა.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 9.05%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 13.74 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 640 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 49.35%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart