ნინო ჯანგირაშვილი მამუკა ხაზარაძეზე გაცეცხლებულია

თურმე მამუკა ხაზარაძე იმისთვის ყოფილა ჩასული ვაშინგტონში, რომ ივანიშვილის რეჟიმის საყრდენ ბიზნესმენებს ადვოკატირება გაუწიოს. ძალიან გაცეცხლებული ვარ”- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
“ვინც ვერ ხვდება რა რეჟიმთან გვაქვს საქმე და რა დევს სასწორზე იმას რა უნდა საერთოდ პოლიტიკაში?
ზუსტი ციტატა ინგას გუშინდელი გადაცემიდან: “ჩვენ არ ვიყავით ჩასულები, რომ ვიღაცა დაასანქცირე, ამას არც ვიკადრებ, პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდით იმ ბიზნესსტრუქტურებს, კონკრეტულ პიროვნებებს კი არა, რომ გადარჩეს.
ინგას შეკითხვა: – იმ ბიზნესებს, რომელიც შეიძლება იმ სიაში იყოს? – დიახ, იმიტომ, რომ ამ ხალხის უკან… ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, რომ შეიძლება არაპოპულარულია ახლა ამის თქმა, ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ… ათასობით ადამიანი მუშაობს.- თუ ვინმეს დაასანქცირებენ, ესე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ძალიან სათუთი თემაა რა…– წერს ჯანგირაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”