არქივი21 თებერვალი, 2024, 10:56
ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა
ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მე-10 მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნინო წილოსანმა ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც 8 თებერვალს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.