არქივი21 თებერვალი, 2024, 08:54
ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
წილოსანმა ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლა, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
აქამდე ნინო წილოსანი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. წილოსანი ასევე ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს. ის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ქალთა უფლებების დარღვევაზე არასათანადო რეაგირების გამო.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.