ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა

ნინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
"ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა.. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ
რევოლუციის ორგანიზატორები რომ შევაფასო, ვიტყოდი, კლასიკური სცენარით “აგენტებად” მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…" - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ 17 მარტს სხვადასხვა ფონდის ანგარიშები დააყადაღა. აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.
ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? , – ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, დაკავებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან ფულადი გადარიცხვები ყოველთვის პირდაპირი ჩარიცხვების სახით ხდებოდა.
მისივე თქმით, ის მაინც გააგრძელებს, პატიმრების საპატიმრო ბარათების ყოველთვიურად შევსებას.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.