ნინო წილოსანი – ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, უკავშირდება იმას, რომ დირექტივა, რომელსაც გარედან იღებენ, არ აქვთ მიღებული

ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის ერთხაზოვანი დირექტივა, რომელსაც ისინი გარედან იღებენ ხოლმე, არ აქვთ მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მერყეობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არც საკუთარ ამომრჩეველში არიან დარწმუნებული.
„ფაქტობრივად, ამ რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, რადგან იმ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ პარტიებს იმისთვის მისცეს ხმა, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, გაეჟღერებინათ თავისი ამომრჩევლის ინტერესები, იდეები და ემუშავათ. ამ შემთხვევაში მათ ერთი ხელის მოსმით გვერდით გადადეს ქართველი ხალხი და ხალხის ის ნაწილი, რომელიც მათი ამომრჩეველია და პირდაპირ უცხო გავლენებზე გააკეთეს არჩევანი, ვისგანაც ფინანსდებიან. ასევე არავის გაგვიკვირდება თუ ეს რადიკალი ოპოზიციონერები როგორც თავიანთი პარტიების შიგნით, ასევე პარტიებს შორისაც ვერ იტანენ ერთმანეთს, გატანაც არ აქვთ ერთმანეთის. თუ დროებით იყვნენ შეკოწიწებული და გაერთიანებულები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ არ აერთიანებდათ არანაირი იდეოლოგიური კავშირი. მათი ერთადერთი გამაერთიანებელი შინაარსობრივად “ნაცური” იდეოლოგიაა, რომელსაც სამწუხაროდ, გარედან ყველაზე შავ-ბნელი ძალები კურირებენ”, – განაცხადა წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან