არქივი9 აპრილი, 2025, 11:25
ნინო წილოსანი - მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები - ქართველებს არავისგან გვესწავლება, როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველებს არავისგან ესწავლება, როგორ დაიცვას ქვეყანა.
„ჩვენ, ქართველებს არავისგან გვესწავლება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები და ჩვენს შვილებს მათი თავგანწირვის მაგალითზე აღვზრდით“,- წერს ნინო წილოსანი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.