ნინო წილოსანი: ვნახეთ როგორი აქტიური იყო ბრძოლა კორუფციასთან, ამ პერიოდის მანძილზე როგორც არასდროს, შეიძლება ისე იყო გააქტიურებული, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში

„ვნახეთ როგორი აქტიური იყო ბრძოლა კორუფციასთან, როგორც არასდროს, შეიძლება ამ პერიოდის მანძილზე ისე იყო გააქტიურებული კორუფციასთან ბრძოლა, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში“, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები გაზრდილ სტატისტიკას არასწორი ინტერპრეტაციით აჟღერებენ.

„ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაზრდილ სტატისტიკას სრულიად არასწორად თარგმნიან. რა თქმა უნდა როდესაც გამოცხადებული გაქვს შეუპოვარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ გამოვლენილი ფაქტები ბუნებრივად იზრდება, თუმცა სწორედ ამ გამოვლენილ ფაქტებს მოჰყვება ის, რომ სერიოზული პრევენციის ეფექტი აქვს და უკვე ყველამ იცის, რომ კორუფციის არანაირი შემთხვევა არ იქნება შეწყალებული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ასევე, ისაუბრა სულხან თამაზაშვილის შს მინისტრად დანიშვნაზეც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი და გუნდის ყველა წევრი მიესალმება სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას მინისტრის პოზიციაზე. ის არის გამოცდილი მუშაკი, რომელიც ათწლეულებია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, ის უყვართ მის ყოფილ თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა მოხარულები იქნებიან მისი დაბრუნებით“, – განმარტა ნინო წილოსანმა.