ნინო წილოსანი: ალბათ დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს

უმრავლესობია წევრმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე შემდეგი ტექსტი წაიკითხა:

,,მე მინდა ვკითხო, რა არის საქართველო მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის გადასცა ჯილდო, მაშინ, როდესაც ეს პერსონა წლების განმავლობაში, თითოეული ადამიანის ყველა უფლებას ფეხქვეშ თელავდა. ვკითხო ადამიანებს პოლონეთში, რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილს რუსეთთან ბრძოლისთვის აჯილდოებთ, მაშინ, როდესაც ამ პერსონას ყველაფერი, რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, გადასცა რუსეთს,. ახალი ტერიტორიები ჩააბარა ოკუპანტს და ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მხრიდან, რუსეთთან ომის დაწყებას მოაწერა ხელი. ამ ადამიანებს საერთოდ რამე ღირებულება გააჩნიათ? მათთვის ჩვენი ხალხის ღირსებას, უფლებებს, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას, მათ ამ კვაზი ჯილდოებით ხაზი გადაუსვეს სააკაშვილის რეჟიმით დაზარალებულ ყველა ადამიანს…ამ ჯილდოების გადაცემით მხოლოდ ხელი შეაშველეს სააკაშვილის მილიონდოლარიან კამპანიას თავ დააღწიოს პასუხისმგებლობას…

თუ ვინმე იცნობთ საქართველოს ისტორიას, ბოლო ასწლეულის, ალბათ დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული