ნინო ლომჯარია: ნაწამები გორელი მოქალაქის მამიდის კომენტარს მინდა გამივეხმაურო

ნინო ლომჯარია:
ნაწამები გორელი მოქალაქის მამიდის კომენტარს მინდა გამივეხმაურო. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ წამების მსხვერპლები და მათი ოჯახის წევრები ყველაზე მოწყვლადი ადამიანები არიან და ცდილობენ იმ გზით დაიცვან თავი, რაც მათ განმეორებით ტანჯვას ააცილებთ თავიდან. უფრო მეტიც, ხშირად წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გთხოვენ, რომ არ გასაჯაროვდეს ფაქტი, ასეთი შემთხვევები ჩემ პრაქტიკაშიც ყოფილა და სტანდარტი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მსხვერპლმა თავი იგრძნოს დაცულად და უნდა მოიქცე მისი სურვილის შესაბამისად. მამიდამ იცის, რომ მისი ოჯახის წევრი მძიმე მდგომარეობაშია და მიაჩნია, რომ თუ ვინმეს გაემიჯნება, ეს მსხვერპლს უფრო მეტ უსაფრთხოებას მოუტანს. ის ამით იცავს ოჯახის წევრს და ასეთი ქცევა მეტყველებს რეჟიმის სისატიკეზე და არა იმაზე, რომ ოჯახის წევრი არ ზრუნავს მსხვერპლზე.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს წამება? მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ოჯახის წევრები ფიზიკური დაზიანებების გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მსხვერპლის მძიმე ფსიქო ემოციურ მდგომარეიბაზე. სწორედ ეს არის წამების დეფინიცია, როდესაც ძალადობა იწვევს პირის მძიმე მორალურ ტანჯვას. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც დასჯის მიზნით განზრაც, არაერთგზის ჯგუფურ ძალადობას, ასევე, პირის ტერორს, მძიმე სულიერ ტანჯვას და ტკივილს. ამას ემატება უსამართლო სისხლის სამართლის ბრალი და მომავლის მიმართ შიში.
მინდა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრებს, ჩვენ ყველანი, მთელი საზოგადოება მათ გვერდით ვართ, ისინი არ არიან მარტო. სამართალი აუცილებლად დადგება.