,,მინდა ჩემი განცხადება კარგად ჩაიწეროს მიკროფონმა. ხომ ჩართულია? დღევანდელი მოცემულობა ასეთია..."
n.news.genews.ge-ის არქივი
,,მინდა ჩემი განცხადება კარგად ჩაიწეროს მიკროფონმა. ხომ ჩართულია? დღევანდელი მოცემულობა ასეთია: შელაპარაკების გამო 6-მა პოლიციელმა იძალადა 2 მოქალაქეზე, ფაბულა ასეთია, რომ რაღაც შელაპარაკების გამო... მათ შორის, ერთ-ერთი ფეხითაც კი გამოათრიეს. ადამიანი ათრიეს...''
,, რა დაზიანებებია, ჯერ არ ვიცით, მონაცემები არაა წარმოდგენილი. რომელი საფრთხე არ არსებობს, ბატონო კოლეგებო, მომეტებულად?
,,ასაკზე ვსაუბრობთ, 19 წლისააო, მაგრამ ის პოლიციელია! ელემენტარულ ადამიანის დაცვაზეა საუბარი. მაღალ მატერიებზე ხომ არ ვსაუბრობთ? საუბარი არის იმაზე, რომ ადამიანი არ უნდა ეცემათ.''
გორის სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა 6 პოლიციელს გორში 2 მოქალაქის ცემის ფაქტზე წინასწარი პატიმრობის შეუფარდა. მან მხარეებს აუხსნა, თუ რატომ გამოიყენა ეს ზომა და არა გირაო.
ადვოკატები ითხოვდნენ გირაოს გამოყენებას, 5-5 ათასი ლარის ოდენობით.
დაკავებულები არიან: გიორგი წკრიალაშვილი, ვლადიმერ გოდერძიშვილი, საბა წაველიძე, ალეკო ბადალოვი, ვანიკო მისირელი და ბესიკ მალაციძე.
ამათგან ვლადიმერ გოდერძიშვილი და საბა წაველიძე მართლწესრიგის დაცვის ოფიცრები იყვნენ, რომლებსაც პოლიციაში მუშაობა ახალი დაწყებული აქვთ.
რაც შეეხება ალეკო ბადალოვს და ბესიკ მალაციძეს, ისინი პატრულის თანამშრომლები იყვნენ.
რაც შეეხება გიორგი წკრიალაშვილს და ვანიკო მისირელს, ისინი გორის შს სამმართველოს III განყოფილების დეტექტივები.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.