ნინო კასრაძე საქართველოს დამოუკიდებლობაზე

თეატრისა და კინოს მსახიობი ნინო კასრაძე საქართველოს დამოუკიდებლობაზე:“ჩემი აზრით, ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის, დამოუკიდებლობა არ არის შემდგარი აქტი, რომ ერთხელ მოგენიჭა დამოუკიდებლობა, ან მოიპოვე დამოუკიდებლობა და ეს ასე დამთავრდება. ეს ალბათ განგრძობითი, მუდმივი, გაუჩერებელი პროცესია – ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – დამოუკიდებლობა დიდი გავლენებისგან, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს და რა ქარბრორბალაც არის. ასეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ეს ბრძოლა ასეთი ქვეყნებისთვის გარდაუვალია და ის მუდმივად უნდა მიდიოდეს.ეს არის პროცესი – დამოუკიდებლობა, როდესაც შენ შეგიძლია რომ შენი, შენი შვილების მომავალი განსაზღვრო, როდესაც შენ შეგიძლია განსაზღვრო სიკეთის მხარეს იქნები თუ ბოროტების, როგორ გესმის ეს სიკეთე და ბოროტება და როგორ შეთანხმდება ქვეყანა. ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ დამოუკიდებელ ქვეყანაში.”