ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო დათაშვილის სიტყვა სასამართლოზე: ჩემი დაკავების დროს ფორმა არცერთს ეცვა, გამომგლიჯეს ხელიდან ტელეფონი და მანქანაში მოტყუებით ჩამსვეს

ნინო დათაშვილის სიტყვა სასამართლოზე: ჩემი დაკავების დროს ფორმა არცერთს ეცვა, გამომგლიჯეს ხელიდან ტელეფონი და მანქანაში მოტყუებით ჩამსვეს

აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებამდე, ნინო დათაშვილმა სიტყვის თქმის უფლება გამოიყენა - მასწავლებელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალები ქრონოლოგიურად გაიხსენა და თქვა, რომ ხელბორკილები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დაადეს.

განსასჯელის სკამიდან ნინო დათაშვილმა განაცხადა, რომ იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაჩერებაზე აიყვანეს, მანქანაში მოტყუებით ჩასვეს, ტელეფონი წაართვეს და შვილთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს.

"მომადგა ფსიქოლოგიური სტრესი" - თქვა ნინო დათაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ მისი დამკავებელი პოლიციელები ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.