“არ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა” – პედაგოგს, ნინო დათაშვილს 7 წლით პატიმრობა ემუქრება

“არავინ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა ჩემთვის და ჩემს მაგივრად. ჩემი დაკავება მოხდა 20 ივნისს, პროტესტის დემორალიზებისთვის, გთხოვთ, ნაკლები აჟიოტაჟი, მეტი პროტესტი, დღეს ყველანი რუსთაველზე. მოძებნეთ საბჭოთა საქართველოს დროს დაპატიმრებული და რეპრესირებული მასწავლებლები და სხვები და გააზიარეთ” – წერილს იზოლატორიდან ნინო დათაშვილი თანამოაზრეებს უგზავნის. პროევროპული აქციების მონაწილე მასწავლებელს 7 წლიანი მუხლით ასამართლებენ. ნინო დათაშვილს ხელბორკილი დღეს მოულოდნელად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დაადეს. მასწავლებელი ანტიკორუფციულ ბიუროსთან საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც პოლიცილებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ განყოფილებაში უნდა გაჰყოლოდა.
მასწავლებელს, რომელიც სასამართლოს დერეფანში თავად გახდა ძაალადობის მსხვერპლი, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მანდატურზე ძალადობისთვის აკავებდნენ. საქმე -მ დათაშვილს 9 ივნისს აღუძრა. საქმე ეხება სინდისის პატიმრების პროცესის მიმდინარეობას, რა დროსაც მასწავლებელი პროცესზე შესვლას ცდილობდა, სასამართლოს მანდატურმა კი ის დერეფნიდან ეზოში თრევით გაიყვანა.
ნინო დათაშვილის დაკავების შესახებ განჩინება მოსამართლემ ისე გამოცა, რომ ქალი გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. დააკავეს და ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისგან ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდნენ, ამბობენ, რომ დაინახეს დათაშვილი როგორ იცავდა თავს ძალადობისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!