ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო გიორგობიანი გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა. ფორმულას ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წლამდეც მუშაობდა. ის უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
2021 წლის მარტში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ, გიორგობიანი მთავრობის სტრატკომის უფროსად გადაიყვანეს. სამი წლის შემდეგ, ირაკლი კობახიძის მთავრობის დამტკიცების შემდეგ ნინო გიორგობიანი იმედის საინფორმაციოს უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა ჩაანაცვლა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.