ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგობიანი გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

ღარიბაშვილის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, რომელიც კობახიძის გაპრემიერების შემდეგ კანცელარიიდან წავიდა, შს მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურს რჩევებს მედიის მიმართულებით მისცემს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გიორგობიანის შსს-ში დაბრუნების შესახებ გამოცემას უწყებაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბრძანებას მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა და გიორგობიანი უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს ახალ თანამდებობაზე
ცნობისთვის, ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამდე, შსს-ში სტრატკომის ხელმძღვანელად მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.