ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტრატეგია აღმაშენებელი პრეზიდენტის ინიციატივას - ქართულ ქარტიას უერთდება

სტრატეგია აღმაშენებელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას - ქართულ ქარტიას უერთდება.
"მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას.
აქედან გამომდინარე, "სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ “ქართულ ქარტიას“ უერთდება ", - აცხადებენ პარტიაში.
ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.