ნიკოლ ფაშინიანი – რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო

ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო.
„სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა, მისი თქმით, იმ წლის ზამთრის მოვლენებმა – აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ- აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა,“- აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტის მიღება წლის ბოლომდე მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…