ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური – რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთი ან ორი წლის შემდეგ შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ

რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა მარტინ ჰერემმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.
“რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის. ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ. მაგრამ თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ მათ შეიძლება ჩვენს მიმართ რაიმე საშინელება ჩაიდინონ”, – განაცხადა ჰერემმა.
მისი თქმით, აუცილებლი არ არის ეს ფართომასშტაბიანი აგრესია იყოს.
“მათთვის აუცილებელი არაა ბერლინზე, ვარშავაზე, ან თუნდაც ტალინზე წავიდნენ. ამას შეიძლება მცირე სამხედრო აგრესიის ფორმა ჰქონდეს”, – განაცხადა ჰერემმა.
ცნობისთვის, 2022 წლის ზაფხულში სამხედრო წვრთნების დროს რუსეთი ესტონურ ქალაქებზე დარტყმების სიმულაციას ახდენდა. ჰერემმა რუსეთის მსგავსი ქმედებები “ბანდიტის ქმედებებს” შეადარა, რომელიც საბაბის შექმნას ცდილობს.
“იარაღს გვიმიზნებენ, ყველა მონაცემი შეყავთ, მაგრამ სასხლეტზე არ აჭერენ”, – განაცხადა ჰერემმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი