ნიკოლ ფაშინიანი: დღეს სომხეთი იმყოფება ისეთ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სადაც საინვესტიციო გარემო არსებითად იცვლება

“ბოლო წლებში სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის აღქმა არსებითად შეიცვალა, რამაც რეგიონში ქვეყნის სტრატეგიული როლის ტრანსფორმაცია გამოიწვია. […] დღეს მოხდა ჭეშმარიტად ისტორიული ცვლილება – სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის დახასიათება აღარ არის ის, რომ ჩვენ პრობლემურ გარემოში ვიმყოფებით, არამედ ის, რომ სომხეთის რესპუბლიკაზე გადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა” – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფორუმზე „ერევნის დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ეს ახალი აღქმა აყალიბებს სომხეთის განვითარების ახალ ხედვასა და სტრატეგიას. მან აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკაზეა აგებული და მიზნად ისახავს ქვეყნის ურთიერთდაკავშირებადობის პოტენციალის რეალიზებას. პრემიერმინისტრმა დაასახელა ამ სტრატეგიის ორი საკვანძო პროექტი: „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და TRIPP [ტრამპის გზა]
„პროექტი TRIPP, პირველ რიგში, გულისხმობს სარკინიგზო კავშირის აღდგენას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს პროექტები ასევე მოიცავს ელექტროგადამცემ ხაზებს, ნავთობსადენებსა და გაზსადენებს, რომლებმაც შესაძლოა სომხეთის ტერიტორიაზე გაიაროს, რაც დამოკიდებული იქნება ტექნიკურ და საინჟინრო გადაწყვეტილებებზე. დღეს სომხეთი იმყოფება ისეთ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სადაც საინვესტიციო გარემო არსებითად იცვლება“ – აღნიშნა ფაშინიანმა
ფაშინიანის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხარდაჭერამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება