მაკრონი ჩავიდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გიუმრიში 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შემდეგ, ლიდერებმა ქალაქში გაისეირნეს და მცხოვრებლებს ესაუბრნენ.

მოგვიანებით, ფაშინიანი და მაკრონი გიუმრიში კონცერტს – “მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი”, დაესწრნენ.

ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2010 წელს ხელმოწერილი ოქმით რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა სომხეთში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. კერძოდ, თავდაპირველი 25-წლიანი ვადა, რომელიც 2020 წელს იწურებოდა, შეიცვალა 49 წლით. შესაბამისად, ბაზა გიუმრიში 2044 წლამდე დარჩება. განახლებული ხელშეკრულებით რუსეთმა ვალდებულება აიღო, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უზრუნველყოს სომხეთის სრული სამხედრო უსაფრთხოება, რუსეთი ასევე, დათანხმდა სომხური მხარის დახმარებას თანამედროვე შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება