არქივი16 ივლისი 2025, 15:08
ნიკოლ ფაშინიანი: დიახ, ჩვენ მივიღეთ შემოთავაზებები აშშ-სგან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე აშშ-ს მხრიდან შემოთავაზებები მიღებულია.
„დიახ, ჩვენ მივიღეთ შემოთავაზებები აშშ-სგან,“ — აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა შემოთავაზება განიხილება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციის პრინციპების კონტექსტში. ამასთანავე, პრესკონფერენციაზე, სომხეთის პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება - „ ბრიუსელში ვიზიტის დროს გვკითხეს, გვსურს თუ არა ევროკავშირის წევრობა, და მე ვუპასუხე: დიახ, გვსურს.“
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.