ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინისგან გაათავისუფლონ

სოხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესგან გაათავისუფლონ.
მისი განცხადებით, Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ცოლის ღალატში გამოიჭირეს, თანამდებობა დატოვა, რადგან, კომპანია Astronomer-ის კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.
„სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, სასულიერი პირი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს. კტრიჩ ნერსისიანმა, რომელმაც დაარღვია ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა, დღემდე არ დატოვა საპატრიარქო საკანი, რითაც შეურაცხყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი – დედა საკათედრო ტაძარი. ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი