ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

უამინდობის გამო ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენს ავარიულად დაშვება მოუხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტაშირში მიფრინავდა, როდესაც ამინდის პირობების გაუარესების გამო, მისი ვერტმფრენი ვანაძორის სტადიონზე ავარიულად დაეშვა.
მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ იგი კარგად არის და გზას ავტომობილით აგრძელებდა.
„ყველაფერი კარგადაა. უამინდობის გამო, ჩვენმა ვერტმფრენმა ვანაძორში დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. ჩვენ ახლა გზას ავტომობილით ვაგრძელებთ, ყველას კარგ დღეს ვუსურვებ“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.