ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი, სავარაუდოდ უამინდობის გამო, ავარიულად დაეშვა (ვიდეო)

ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი, სავარაუდოდ უამინდობის გამო, ავარიულად დაეშვა (ვიდეო)
სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ქალაქ ვანაძორში ავარიულად დაეშვა. მიზეზად უამინდობა დასახელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა თავად ფაშინიანმაც გაავრცელა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
“ჩემო საყვარლებო, ყველაფერი კარგადაა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჩვენი ვერტმფრენი ვანაძორში დაჯდა. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მანქანით მგზავრობას. ყველას კარგი დღე გქონოდეთ,” – წერს ფაშინიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.