ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ფინეთის ელჩმა ნიკოლოზ სამხარაძეს მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
მათივე ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს 2024 წლის გეგმები და ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.
„მხარეებმა ისაუბრეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ