ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლოზ რაჭველი: თავშესაფარში ვათენებ… დროებით ვემშვიდობები ქვეყანას, ვისი ღირებულებების მიმართ მაქვს დიდი რწმენა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა!!!

ნიკოლოზ რაჭველი: თავშესაფარში ვათენებ… დროებით ვემშვიდობები ქვეყანას, ვისი ღირებულებების მიმართ მაქვს დიდი რწმენა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა!!!
"სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე მეთვრამეტედ ვარ უკრაინაში, მათ შორის მის დედაქალაქში. დღეს ამ დაუვიწყარი მოგზაურობის ბოლო დღეა, აქედან ბონში მივემგზავრები გია ყანჩელის ოპერის “და არს მუსიკა”-ს საპრემიერო სპექტაკლზე დასასწრებად. ისევე როგორც არაერთი, ბოლო ღამეც არ შემარგო სასტიკმა აგრესორმა და თავშესაფარში ვათენებ… დროებით ვემშვიდობები ქვეყანას, ვისი ღირებულებების მიმართ მაქვს დიდი რწმენა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა!!!
თუ რუსეთის რეჟიმი ამ ბრძოლაში არ დამარცხდება, თუ ცივილიზებული დასავლეთი მას ტერორისტობას შეარჩენს, მაშინ რა აზრი აქვს მუსიკას, რეპეტიციებს, კონცერტებს და აპლოდისმენტებს… მაშინ ხომ ხელოვნება და მისი “სიდიადე” არავის და არაფერს გააკეთილშობილებს…
ჰოდა კიდევ ერთხელ შევთხოვ განგებას: დაე დამყარდეს დედამიწაზე სამართალი და მშვიდობა!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.