ნიკოლოზ მეტრეველი: ხელისუფლების მიზანი არ არის ადამიანის ციხეში დატოვება. პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალებაც, ამ მოცემულობის ნათელი დასტურია

“დღეს, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ნამდვილად არ არის ადამიანის ნებისმიერ ფასად ციხეში დატოვება. პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალებაც, ამ მოცემულობის ნათელი დასტურია.”- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეწყალება არ ნიშნავს დანაშაულის გამართლებას, არამედ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონკრეტულ ადამიანში ხედავს არა მხოლოდ მის წარსულს, არამედ მის შესაძლებლობასაც, რომ შეიცვალოს, გამოსწორდეს და კვლავ გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
“დანაშაულს უნდა მოჰყვეს პასუხისმგებლობა, მაგრამ სამართალი შურისძიება არ არის. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ადამიანის გამოსწორება, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში დაბრუნებაცაა.
თუ ადამიანი აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს, გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, ითხოვს პატიებას და მზად არის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ჰუმანურმა სახელმწიფომ მას მეორე შანსი უნდა მისცეს.
მოინანიე, აღიარე შეცდომა, ითხოვე პატიება და გააგრძელე ცხოვრება ისე, რომ იმავე გზას აღარ დაუბრუნდე. სწორედ ასეთ დროს ჩანს სახელმწიფოს ადამიანური სახე, როდესაც მას შეუძლია არა მხოლოდ დასჯა, არამედ პატიებაც.
გავიმეორებ, შეწყალება არ ნიშნავს დანაშაულის გამართლებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონკრეტულ ადამიანში ხედავს არა მხოლოდ მის წარსულს, არამედ მის შესაძლებლობასაც, რომ შეიცვალოს, გამოსწორდეს და კვლავ გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.”- წერს მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს