არქივი17 სექტემბერი, 2024, 15:36
ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა

იუსტიციის საბჭოს მდივანი, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.
პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 83-ხმით დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ აირჩია - ის უზენაეს სასამართლოში მუშაობას 2025 წლიდან, მას შემდეგ შეძლებს, რაც მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვაკანსიაზე კონკურსი ერთი წლით ადრე გამოაცხადა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.