ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“არ დავთანხმდებოდი, რომ ვიღაცამ შემამოწმოს” – მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

“არ დავთანხმდებოდი, რომ ვიღაცამ შემამოწმოს” – მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

“ვეტინგების ჩატარების წინააღმდეგი ვარ”- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„არ ვიცი, როცა შემოწმება ნებაყოფლობითია, ის რამდენად არის ვეტინგი. ვეტინგი სულ სხვა მიზნებს ისახავს. პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის – ის სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული. ახლაც ყველა მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობა არის ღია. ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობის დროს, იმაზე მეტ ინფორმაციას აწვდიან, რაც დეკლარაციის შევსების პირობებით არის განსაზღვრული. სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვს. ნებაყოფლობით არ დავთანხმდებოდი, რომ ვიღაცამ შემამოწმოს, თუმცა ჩემი დეკლარაცია საზოგადოებისთვის ღიაა და ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხს გავცემ. წინააღმდეგი ვარ, გამომკითხონ და ჩატარდეს ვეტინგები. არც ერთ მოსამართლეს არ ეშინია, რომ მისი არაკეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დადგება“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.