ნიკოლოზ იაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა შავიზღვისპირეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ტრაპიზონში, ნიკოლოზ იაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა შავიზღვისპირეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ „ჩარშამბას ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ომერ სემიზი, „ორდუს ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ურთიერთდახმარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ექრემ ქოშუმი, „სინოპის ქართული კულტურის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ჯევათ აქქაია, „სამსუნის საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ოსმან თურანი, „უნიეს ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე, მეჰმეთ ალი გურსოი, „სალიფაზარის ქართული კულტურის ასოციაციის“ წარმომადგენლები, თერმეს ქართული დიასპორის წარმომადგენელი, აიჰან დიქმე.
ქართული დიასპორული საზოგადოებების წარმომადგენლებმა ნიკოლოზ იაშვილს მიულოცეს გენერალურ კონსულად დანიშვნა და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული დიასპორის აქტუალური საკითხები.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი