ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან წინა საახალწლო შეხვედრა გაიმართა

ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან წინა საახალწლო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს მიულოცა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა ქართული კულტურისა და ფასეულობების შენარჩუნების მნიშვნელობას საქართველოს ფარგლებს გარეთ. დიასპორას სიტყვით ასევე მიმართეს საელჩოს მრჩეველმა, თამარ ფახურიძემ და ლატვიაში რეგისტრირებული დიასპორული ორგანიზაცია „სამშობლო“-ს დირექტორმა, იმედი კოკაიამ.
ღონისძიებაზე მყოფ ბავშვებს საელჩოს სახელით გადაეცათ სიმბოლური საახალწლო საჩუქრები. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.