ნიკა ობოლაძე: უკვე ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ძალიან რთულია დაამტკიცო, არჩევნებს აქვს თუ არა აზრი

სანამ იქამდე მივალთ, რომ ახალი მადიარი გამოიკვეთოს, მანამდე უნდა ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებს აქვს თუ არა ამ ქვეყანაში აზრის საერთოდ, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ობოლაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია დაამტკიცო აქვს თუ არა არჩევნებს აზრი.

ობოლაძე საკუთარ პოზიციას აჟღერებს და მიიჩნევს, რომ ახლა ზუსტად საჭიროა მარკო რუბიო 1, ან შარლ მიშელი 1, რათა შუალედური გამარჯვების მიღწევა მოხდეს.

სანამ იქამდე მივალთ, რომ ახალი მადიარი გამოიკვეთოს, მანამდე უნდა ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებს აქვს თუ არა ამ ქვეყანაში აზრის საერთოდ, 2027-ში 2028-ში თუ 2026-ში ზოგადად აქ თუ არა. ჩემი აზრით, ეხლა უკვე ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ძალიან რთულია დაამტკიცო რომ არჩევნებს ახლა აქვს აზრი.  ამაში დამნაშავე პირველ რიგში არის ხელისუფლება, რაც გააკეთა, 20024 წლის მერე კანონები მიიღო, რომლითაც დაამძიმა სიტუაცია ხომ კიდევ, ახლა გამოხვიდე და ხალხს უთხრა, ხალხო, რაც მოხდა, მოხდა და ეხლა არჩევნებზე მოდითო,  საოცრება იქნება ხო?

ჩემი პოზიცია არის ის, რომ შეიძლება ვიღაცას ჰგონია აღარ უნდა შედგეს ახალი შარლ მიშელი და შრლ მიშელი 2, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მომხრე რუბიო ერთის თუ შარლ მიშელი ორის, რომელიც მოიტანდა რას? მოიტანდა არა საბოლოო შედეგს ეხლა, რომ ივანიშვილი გაიქცა, ქვეყანა გათავისუფლდა და სრულიად თავისუფალი ჩავატარეთ, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, უბრალოდ მე ამის არ მჯერა, რომ ესე მოხდება და ამ გზაზე ვართ ჩვენ, რამე შედეგი, თუნდაც ის, რომ რუბიო ურეკავს კობახიძეს – აი, აქედან, ჩვენ რომ სულ თამაშგარე არ ვიყოთ, რამე შუალედური შედეგი, რომელიც მოიტანს, პირველ რიგში – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მათ შორის სააკაშვილის თავისუფლებასაც, და თუ აქ არა ყოველ შემთხვევაში უკრაინაში მაინც და ზოგადად ციხე უნდა იყოს თავისუფალი და მეორე მინიმუმ რწმენას რომ ასახავს რაღაცნაირად რეალობას, თუ ამ ორ რამეს მივაღწევთ, მე მგონია უკვე დიდი გამარჯვება, ოღონდ ეს არის შუალედური გამარჯვება. ახლა პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ივანიშვილი იძულებული გახდეს, რომ მილიონი ადამიანის, ვინც მას მხარს უჭერს,  აზრი გაითვალისწინოს, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.