ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელია - ჩვენ გვსურს ცვლილება, რათა ეროვნული სიამაყის განცდა გვქონდეს, ამ ქვეყანაში მოქალაქეების ვწყვეტთ, როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი

ნიკა მელია - ჩვენ გვსურს ცვლილება, რათა ეროვნული სიამაყის განცდა გვქონდეს, ამ ქვეყანაში მოქალაქეების ვწყვეტთ, როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი

ჩვენ გვსურს ცვლილება, რათა ეროვნული სიამაყის განცდა გვქონდეს, ამ ქვეყანაში მოქალაქეების ვწყვეტთ, როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ახმეტაში ოფისის გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ ცვლილებები გარდაუვალი იქნება.
„ორჯერ მეტი ადამიანია ამ ქვეყანაში, ვისაც ცვლილებები უნდა. სამეგრელოდან კახეთში ჩამოვედით. მინდა გითხრათ, რომ ორი თვის განმავლობაში ყველგან ვიყავით, ასე მასიურად ადამიანებს სხვა წლებში ცვლილებები არ სურდათ. ჩვენ შორის არიან ადამიანი, ვისაც სჭირდება დარწმუნება, რომ აუცილებელია არჩევნებზე მისვლა. ცვლილებები გარდაუვალი იქნება. არჩევნებს ვერ მოგვპარავენ, როდესაც ყველა მივდივართ. 26 ოქტომბერი ის თარიღია, რომლითაც ყველა ჩვენგანი იამაყებს, სადაც სახელმწიფოებრიობა გაიმარჯვებს. ბევრს გაუმარჯვია, მაგრამ ისტორიული ცვლილებები ვერ მოუტანია. ის, რაც ხალხის დაკვეთა იყო, “კოალიცია ცვლილებისთვის” საარჩევნო ნომრით-4, გადამწყვეტ და მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ევროპული და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაში“,- განაცხადა მელიამ.
ინფორმაციას “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.