ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია - ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენს სამშობლოს სჭირდება - ცვლილება შესაძლებელია, უნდა ვირწმუნოთ

ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენს სამშობლოს სჭირდება , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისი არის კულტურული ცენტრი, საიდანაც ცვლილებები დაიწყება.
“განსაკუთრებით სიყვარულით და განსაკუთრებული აღიარებით მივესალმე თითოეულ ქუთაისელს. ქუთაისი მიმაჩნია, რომ კულტურული ცენტრია საქართველოში. ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენ სამშობლოს. ცვლილება შესაძლებელია, ამის უნდა ვირწმუნოთ. ბედნიერება შესაძლებელია ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრები. მომავალი თქვენია, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქეს გვექნება ბედნიერება“, - განაცხადა გვარამიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.