ნიკა მელია: შევხვდებით ყოველდღე რუსთაველზე! ყოველდღე გამარჯვებამდე!

“ნუ დაგვავიწყდება, გამარჯვებისთვის აუცილებელია გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი – დავიჯეროთ გამარჯვება.
რას ნიშნავს გამარჯვებულის მენტალიტეტი?
მდგომარეობას როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მიდის მიზნისკენ, გამარჯვებისკენ. ლახავს ათას დაბრკოლებას, იცის რომ გაიმარჯვებს და ბოლოს იმარჯვებს კიდეც, ოღონდ გამარჯვება იწყება ჯერ დაჯერებით და შემდეგ ქმედებით.
გამარჯვებულის მენტალიტეტი ვერ გექნება თუ სულ მარცხი გელანდება.
და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტის ქონა აუცილებელია ბრძოლაში ჩაბმული ხალხისთვის.
თუ შენ არ გწამს გამარჯვების, თუ შენ არ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე, ვერც სხვას ვერ დაარწმუნებ გამარჯვებაში და ვერც გაიყოლებ ბრძოლაში.
ადამიანები რომლებიც რიგრიგობით, მონაცვლეობით და ხანდახან ერთად მიდიან საღამოს რუსთაველზე, აცოცხლებენ და გეოპოლიტიკურ რუკაზე ტოვებენ ქვეყანას და გვამოძრავებენ წინ, მომავლისკენ.
უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ.
შევხვდებით ყოველდღე რუსთაველზე! ყოველდღე გამარჯვებამდე!” – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია