ნიკა მელია – პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს – რუსთაველზე პროტესტის შენელება-შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით – უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს

პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს – რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, საზოგადოება ყოველდღე უნდა დადგეს ერთად და “რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნის დასახსნელად იბრძოლოს”.
“პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს. რუსთაველია დღეს აჯანყებული ხალხის სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანო ამ ქვეყანაში.
რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ.
ყოველდღე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნისა და მათ დასახსნელად.
შევხვდებით ხვალ რუსთაველზე!”- წერს მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს