ნიკა მელია: დღეს ზურა მანჯავიძე მოძალადე რეჟიმს “რეცხავს”, მის გვერდზე მჯდომი წამყვანი კი, ზონდერების მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას “პირად ანგარიშსწორებას” უწოდებს

ტვ იმედზე გუშინ გასულმა ამორალურმა დიალოგმა, 2009 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი გამახსენა.
მაშინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეს, მომღერალ ზურა მანჯავიძეს და მის ძმებს, მთაწმინდაზე ხელკეტებით შეიარაღებული, ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს, მის მიერ გამოხატული, პოლიტიკური პოზიციის გამო.
დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს”, მის გვერდზე მჯდომი წამყვანი კი, ზონდერების მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას “პირად ანგარიშსწორებას” უწოდებს, ანუ ხელისუფლება არაფრის შუაშიაო.
@zura manjavidze მინიმალური ადამიანობის საკითხია – გულწრფელად სოლიდარობას უცხადებდეთ ძალადობის მსხვერპლს, მითუმეტეს როდესაც თავად გამოგიცდიათ იგივე და რეჟიმის “მრეცხავად” არ იჯდეთ პროპაგანდისტულ არხზე.
ადრეც არსებობდენ და ახლა ხომ არსებობენ და არსებობენ ადამიანები,
ვისთვისაც ხელისუფლების ძალადობა ხან ცუდია და ხან კარგი – ხელისუფლებას გააჩნია!
არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა არცერთი ხელისუფლებისთვის უპატიებია. მოძალადეების “რეცხვით” საზოგადოებაში სტატუსს ვეღარავინ შეინარჩუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია