ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელია - უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება

ნიკა მელია - უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება

უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელია აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ ეს მირაჟიც უქრება“.
„რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს ამშვიდებდნენ.
ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს.
„თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება“, - ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები.
წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება“,- წერს ნიკა მელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.