არქივი23 დეკემბერი, 2024, 19:17
ნიკა მელია: ...ან კიდევ უარესი - ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს

"რეჟიმი დაკავებულია ვირტუალური რეალობის შექმნით, ვითომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, არსებობს მათი მხარდაჭერა და მათი ლეგიტიმაციის მინიმალური საფუძველი მაინც.
ბიზნესის ჯანსაღი პროტესტის საპირწონედ ვითომ არსებობენ "კმაყოფილი" ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გრძნობებ კრიზისს, მის მასშტაბსა და პრობლემის რეალურად გადაჭრის აუცილებლობას.
თუ დღევანდელ ვითარებაში ვერ ხედავ კრიზისს და მისი გადაჭრის აუცილებლობას, ან მოკლებული ხარ არათუ ალღოს, მიმდინარე პროცესების ადექვატურ აღქმასაც. ან უბრალოდ გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი - ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მრავალმილიონიან ტენდერზე იყიდები თუ გროშებად, თუმნად იხდი თუ მილიონად, მაინც ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟი ხარ," - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.