ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელიას ადვოკატი - ჩვენ ყველა სამართლებრივ ეტაპს გავივლით, გირაოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

ნიკა მელიას ადვოკატი - ჩვენ ყველა სამართლებრივ ეტაპს გავივლით, გირაოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

ჩვენ ყველა სამართლებრივ ეტაპს გავივლით, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდეს.
ადვოკატის თქმით, არაკონსტიტუციური საგამოძიებო კომისიის ნებისმიერი მოთხოვნა ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად.
„არ გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო რაიმეს შეცვლის, მაგრამ ყველა ეტაპს გავივლით სამართლებრივი თვალსაზრისით. არაკონსტიტუციური საგამოძიებო კომისიის ნებისმიერი მოთხოვნა ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მოთხოვნად, ამაზე გვქონდა საუბარი. ბევრი რაღაც უკანონოდ მიმდინარეობს ამ ქვეყანაში და ბევრი რაღაც გამოიყენება უკანონო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, მაგრამ გავა დრო და ყველაფერს თავისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.