ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით

ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში.
პრემიერის თქმით, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საკმაოდ რეალური იქნება ამაზე ფიქრი, კერძოდ, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე – ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ყველა კუთხით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია