ნიკა გილაური: …ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია და 2025 წელი საკმაოდ რთული იქნება

“მინდა გამოვეხმაურო 2025 წლის იანვრის საბიუჯეტო შემოსავლებს, კონკრეტულად დღგ-დან შემოსავლებს, სადაც 2025 წლის იანვარში ფიქსირდება დღგ-ს შემოსავლების 1%-მდე შემცირება 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან. ეს იმ დროს, როდესაც 2024 წლის იანვრის თვეში იყო 13.5% ზრდა წინა წელთან შედარებით და 2023 წლის იანვარში 23%-იანი ზრდა 2022 წლის მაჩვენებელთან..
იმის გათვალისწინებით, რომ 2024-ში რეალური ეკონომიკის ზრდა იყო 9.4% და წლიური ინფლაცია 2%, 1%-მდე დღგ-დან შემოსავლების კლება მიმდინარე წლის იანვარში მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია და 2025 წელი საკმაოდ რთული იქნება.
ჩვენი კომპანიის #reformatics პროგნოზით, წელს გვექნება უარყოფითი ზრდა და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მინიმუმ 3.1-ზე ავა,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს