ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალური ეკონომიკური ზრდა 2025-2026 წლებში 3.3% იქნება - IMF

გლობალური ეკონომიკური ზრდა 2025-2026 წლებში 3.3% იქნება - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2025-2026 წლებში 3.3% იქნება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი.
„თუმცა, მიმდინარე გლობალური ეკონომიკური გარემო მაღალი გაურკვევლობითა და რისკებით ხასიათდება.
მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება აშშ-ის ეკონომიკაშიც. ბოლო პერიოდში, ფე­დე­რალური სარეზერვო სისტემის (Fed) პოლი­ტიკის განაკვეთის მოსალოდნელი ტრაექტორია ზრდის მიმართულებით გადაიხედა გაზრდილი ინფლაციის მოლოდინების გამო. აღნიშნული განაპირობა, ერთი მხრივ, მოსალოდნელზე ძლი­ერმა ეკონომიკურმა აქტივობამ, რომლის ძირითადი წყაროც მოხმარებაა და, მეო­რე მხრივ, აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო ცვლი­ლებებმა, რომელიც უკავშირდება იმიგ­რაციის შეზღუდვას, საგადასახადო შეღა­ვათებსა და სავაჭრო ტარიფებს. ეს უკანასკნელი კი დეგლობალიზაციის რისკებსაც გამოკვეთს, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებიც საუბრობენ.
ამავდროულად, ზემოხსენებული ცვლი­ლებე­ბი აშშ-ის ნეიტრალურ განაკვეთზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს და გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრებას განაპირობებს“, -ნათქვამია ანგარიშში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.