ნიკა გვარამია: ქოცებო, აბა ომი გინდათ?! (ვიდეო)

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ -ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ქოცებო, აბა ომი გინდათ?!
ტელეკომპანია იმედი დილიდან თავის მაყურებელს ეუბნება, რომ ჩემს მიერ ფორმულას ეთერში ნათქვამი აფხაზეთის ომის გარეშე დაბრუნების ხედვა არის აფხაზეთის რუსეთისთვის ჩაბარება.
ანუ, რა გამოდის? თუ აფხაზეთის დაბრუნება გინდა, ესე იგი, ომიც გინდა. და თუ ომი არ გინდა, ესე იგი, აფხაზეთის დაბრუნებაც არ გინდა.
ქოცებო, ჩამოყალიბდით:
ომი გინდათ? თუ აფხაზეთის დაბრუნება არ გინდათ?
ქართველ ერს არც ომი უნდა და თან აფხაზეთის დაბრუნებაც უნდა. და პოლიტიკოსის ამოცანაა, ეს ორი რამ გააერთიანოს და ისე იპოვნოს გამოსავალი. მე ამ საკითხშიც და სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც პოლიტიკოსის ფუნქცია სწორედ ეს მგონია: თან ამოცანა დასახოს, თან ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ბოლოს ასე გადაჭრას პრობლემა. პოლიტიკოსის ხელოვნება ამაშია.
კვლავ ვიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას მე ასე ვხედავ:
‼️ აუცილებლად დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო
‼️ ომი არ გვინდა
და კი, ეს შესაძლებლად მიმაჩნია და ჩემი აზრიც მაქვს, თუ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ უომრად დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, და სერთოდაც გამოვრიცხოთ ნებისმიერი ომი საქართველოს ტერიტორიაზე ერთხელ და სამუდამოდ.
სხვანაირად მოფიქრალნიც არიან: ვისაც ომით ან სპეცოპერაციით წარმოუდგენია აფხაზეთის დაბრუნება; ვისაც საერთოდ არ წარმოუდგენია აფხაზეთის დაბრუნება; ვისაც საერთოდ არ აინტერესებს აფხაზეთის დაბურნება და ასე შემდეგ. უბრალოდ, სახელს ბოლომდე არ/ვერ არქმევენ იმას, რა უნდათ და როგორ წარმოუდგენიათ.
ps ნუ ახლა ფაშინიანზე ჩემ მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვსთო, ეგ ნამდვილად არ მიკვირს – პროპაგანდის საქმე ტყუილებია. სხვებისგან გამკვირვებია, ვინც ამას ამბობს: ნახეთ მეგობრებო ეთერი, უნახავად და მოყოლით კომენტარის თუ სტატუსის წერა არ გამიგია. მით უფრო, ასეთი მნიშვნელობის საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს, ეს არის მათი არჩევანი, რაც კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც

კობა ფარტენაძის ადვოკატი – ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს – პროცესს ხვალ ველოდებით