ნიკა გვარამია: რაც დღეს ილაპარაკა ვინმე კირცხალიამ, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის განახლების დაანონსება

ნიკა გვარამია:
რაც დღეს ილაპარაკა ვინმე კირცხალიამ, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის განახლების დაანონსება. ჯერ ოფიციალური კულტურული ღონისძიებებით დაიწყება, მერე მოყვება სპორტი, “ბიზნესმენთა ჯგუფები”, და მსგავსი. ბოლოს იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ოფიციალური უარი (2024ის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მსგავსი ფორმით). კობახიძის და კალაძის 8 აგვისტოს განცხადებებიც, რა თქმა უნდა, ამის პრელუდიაა. და სწორედ ესაა ამოხსნა იმ “ანტირუსოფობიული” კამპანიის, რამდენიმე დღის წინ რომ დაიწყეს ქოცებმა ერთი შეხედვით გაუგებრად და აუხსნელად.
ნუ გადავიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან დეტალებზე: არ სჭირდება ჩვენი დაცვა არც სუხიშვილებს, არც ნიკა რაჭველს და არც პაატა ბურჭულაძეს. მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს?

ზურაბ დავითაშვილი: პატივცემულო ქოცებო! თქვენც შეიგნეთ და თქვენს მთავრობასაც გააგებინეთ, რომ დანაშაულებრივ ომს გმირები არ ჰყავს. ამიტომ, თუ იმას ამტკიცებთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ბოდიში გვაქვს მოსახდელი რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან…