ნიკა გვარამია ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
მასთან ამ წუთებში ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მიდის. ადვოკატისთვის უცნობია, თუ როგორია გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან განხორციელდა თუ არა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ცნობისთვის, პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!